Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გაჭედილი რეფორმა - მილიონზე მეტი ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება შესაძლოა 1 იანვრიდან ვერ ამოქმედდეს
ambebi.ge
21 September 2017, 14:20
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ გასულ წელს კეთდებოდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრში განუცხადეს, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება მსუბუქი, 3.5 ტონამდე ავტომობილებისთვის.

ამ კატეგორიის ავტომობილების რიცხვი 1.2 მილიონია, თუმცა ამ დრომდე ინსპექტირება არცერთ ავტომობილს არ აქვს გავლილი. სფეროს სპეციალისტები ტექდათვალიერების ვალდებულების გადავადებაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი ამოქმედება 1 იანვრიდან რთულად წარმოსადგენია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეკონომიკის სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების Advertisement საკითხებთან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელშიც შვეიცარულმა კომპანიამ SGS SURVEILANCE SA გიმარჯვა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოსთვის რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს.

"იმისათვის, რომ ინსპექტირება ერთიანად ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის არ გახდეს სავალდებულო, გარკვეული რეგულაციები მუშავდება. შესაძლოა ავტომობილები წლოვანების ან სანომრე ნიშნების მიხედვით დაიყოს და ამის მიხედვით ინსპექტირება სხვადასხვა დროს ამოქმედდეს," - აღნიშნავენ აკრედიტაციის ცენტრში.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი